Saturday, May 26, 2018

დევიაცია და ეტიკეტირების ფენომენი

დევიაცია და ეტიკეტირების ფენომენი

ჩვეულებრივ , ყველა ეთანხმება აზრს, რომ დევიაცია პრობლემური ქცევაა.ეს არის ქცევა,რომელიც სცილდება საზოგადოებრივად დაკანონებულ ღირებულებებსა და ნორმებს. ამ თვალსაზრისს საფუძვლად უდევს, აზრი, რომ საზოგადოების ღირებულებები და ნორმები ნორმები თითქმის  ყოველთვის კარგია და სწორი. ამ ნორმების მიმართ უპატივცემულობა და მათგან გადახვევა კი დევიაციად იწოდება. ამრიგად იგულისხმება, რომ დევიაცია საზოგადოების კანონიერ ინტერესთა საწინააღმდეგოდ არის მიმართული.  დევიაცია თავს იჩენს კრიმინალურ აქტებში და ნარკოტიკის მომხმარებლის ქცევაში.საგულისხმოა, რომ ის, რაც ერთ კულტურაში დევიაციას მიეკუთვენბა, შეიძლება მეორე კულტურისტვის დევიაცია, სულაც არ იყოს.  არსებობს 4 თეორია , რომელიც მიიჩნევს, რომ დევიაცია პრობლემური ქცევაა,რომელიც „აცდენილია“ საზოგადოების მიერ გაზიარებულ ნორმებსა და ღირებულებებს.  ყველა ამ თეორიაში დასმულია კითხვა : „რა აიძულებს ადამიანს მოიქცეს დევიაციურად?“ 
ეს თეორიებია: დაძაბულობის თეორიები;დიფერენციალური კავშირის თეორია; დევიაციის მე-ს თეორია და ეტიკეტირების თეორია, შევჩერდეთ ეტიკეტირების თეორიაზე და განვიხილოთ ეტიკეტირბის ფენომენი დევიაციურ ქცევაში, რაც მკვლევართა აზრით დევიანტთა უმრავლესობაში ფიქსირდება.
  ეტიკეტირების თეორია ამტკიცებს, რომ დევიაციური ქცევის სუბიექტად ანუ დევიანტად უნდა ჩაითვალოს უბრალოდ  ის, ვისაც საზოგადოება ასეთად მიიჩნევს. ამ თვალთახედვით , დევიაცია განისაზღვრება არა სპეციფიკური აქტებით, არამედ ადამიანზე ადამიანებისვე რეაქციებით. ეტიკეტირების თეორიის თანახმად, დამნაშავედ გახდომის შემდეგი ეტაპები არსებობს:
1) პირველად ჩადენილი დანაშაული
2) საზოგაოდბაში დამნაშავის ინტეგრირების პრობლემა
3) დამნაშავის მიერ მისი სტატუსის აღიარება
4) კრმინალის ჩამოყალიბება
4) განმეორებითი დანაშაულის ჩადენა
იმისათვის,  რომ გავიგოთ რა არის დევიაცია , უნდა შევისწავლოთ პროცესი, რითაც აქტი ან ადამიანი დევიაციად ან დევიატნად კვალიფიცირდება.  
გავრცელებულ აზრს , რომ დევიაციურ ქცევას სჩადის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, ეტიკეტირების თეორია კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს,რომ გასათვალისწინებელია საზოგადოებაში არსებული დევიაციის სპექტრი: დაბეჯითეით, ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი სრული დევიანტია ან არის ნორმების მიმართ სრულიად კონფორმული. ყველა ჩვენთაგანს რაიმე წესი ან კანონი დაურღვევია,თუნდაც მანქანით მგზავრობისას დაშვებული სიჩქარისთვის გადაუჭარბებია. ეტიკეტირების თეორიის ავტორები მიიჩნევენ,რომ ნორმების დარღვევა გავრცელებული მოვლენაა და ეს არ კმარა,რომ ადამიანი დევიანტად ეტიკეტირდეს.
ამ თვალსაზრისის თანახმად , დევინტი სხვა არფერია თუ არა ეტიეკტი, იარლიყი, განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ადამიანთა ერთმა ნაწილმა მეორეს „მიამაგრა“. ადამიანები, რომლებიც ამ ეტიკეტებს სხვებს აკერებენ არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დევიაციის ფენომენის განსაზღვრებაში, ვიდრე თვით ამგვარი ქცევის თავისებურება.  საზოგადოდ, ადამიანები, რომლებიც ეტიკეტირებას მიმართავენ, საკუთარ ნორმებს და ღირებულებებს „ნორმალურად“ თვლიან ,ხოლო ქცევას, რომელიც განსხვავდება მაი ნორმებისა და ღირებულებებისგან , დევიაციად მიიჩნევენ.  ამრიგად, დევიაცია“სოციალურად კონსტრუირდება“  და არ არსებობს იმ ადამიანთა გარეშე , ვინც მას განსაზღვრავს. რა მიიჩნევა „ნორმალურად“ და რა „არანორმლაურად“,  „დევიაციად“ ან „არადევიაციად“, დამოკიდებულია მასზე, ვინ ამ ეტიკეტებს სხვის მიმართ იყენებს. ასევე ის  რაც ზოგისთვის დევიაციაა, სხვებისთვის, სულაც არაა, ზოგადად ეტიკეტირების ფენომენი ადამიანთა ქცევის მიმართ საზოგადოების რეაქციებზეა ფოკუსირებული.
მაინც ვინ არის ის ხალხი, ვისაც შეუძლია სხვებს ეტიკეტები მიამაგროს? ცხადია ის, ვისაც საზოგადოებაში ძალაუფლება უპყრია, ხოლო ვინც უუფლებოა, ეტიკეტს მას „აკერებენ“. ამრიგად ,დევიაციაზე პასუხს აგებენ ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც ადგენენ წესებს და შემდეგ ამ წესებს თავს ახვევენ სხვა ჯგუფებს.
ეტიკეტირების თეორია ძირითადად შეისწავლის ადამიანის დევიანტად ეტიკეტირების შედეგებს :
1.      ადამიანის დევიანტად ეტიკეტირებით იზრდება იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანი შემდგომშიც გააგრძელებს დევიაციურ ქცევას. ჯერ ერთი  , ადამიანის ეტიკეტირება დევიანტად ზრდის ბარიერს მასსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის; მეორე , დევიანტის ეტიკეტი უკვე „კვალიფიკაციაა“ , რომელიც ამ ინდივიდის შეფასებაში გადამწყევტ როლს ასრულებს. საზოგადოებისთვის ეს ადამიანი ხდება დევიანტი საერთოდ, და არა კონკრეტულ საკითხში ან სფეროში.  მისგან ყველაფერში დევიაციას მოელიან და შესაბამიად ეპყრობიან. მაგ: ადამიანს ,რომელსაც ერთხელ დაერქვა „ქურდი“ ,აღარ ენდობიან. სასჯელის მოხდის შემდეგ მას მეგობრები არა მხოლოდ იმიტომ გაურბიან,რომ არ უნდათ სახელგატეხილ ადამიანთან მეგობრობა,არამედ იმიტომაც, რომ „ ქურდმა“ მათაც შეიძლება რაიმე მოპაროს.
2.      ეტიკეტირებული პირის მიმართ ამგვარი მიდგომა ამცირებს მის შანსებს ჩვეულებრივად იცხოვროს და იგი ცხვორების დევიაციურ სტილს ანუ დევიაციურ კარიერას ირჩევს. ეტიკეტირებული პირები მხოლოდ მათსავით უარყოფითად ეტიკეტირებულ ადამიანებს სცნობენ თავისიანად, მჭიდრო კავშირებს აყალიბებენ და ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ.
საზოგადოების მიერ დევიანტად მიჩნევა ხშირად „სოციალური სარკის“ ფუნქციას ასრულებს ანუ ადამიანი მას ეთანხმება , რაც ბიძგს აძლევს შემდგომ დევიაციურ ქცევას.
ეტიკეტირების თეორიის თანახმად , მეორეულ დევიაციას იწვევს , აგრეთვე ე.წ თვითქმნადი წინასწარმეტყველება ანუ განსაკუთრრებული ფენომენი , როდესაც ნავარაუდევი მოვლენა წარმოშობს საკუთარ თავს ანუ თვითრეალიზდება. ამ შემთხვევაში , თუ რას ფიქრობენ ადამიანები კონკრეტული ინდივიდის სამომავლო დევიაციური ქცევის შესახებ სწორედ ამგვარ ქცევას წარმოშობს.
 ამის ნიმუშია რობერტ როზენტალის გამოკვლევა. მისი ვარაუდით , ღარიბი და ფერადკანიანი მოსწავლეები სკოლაში კარგად ვერ სწავლობენ იმიტომ, რომ მასწავლებლები მათგან წარმატებას არ ელიან და , შესაბამისად, მათროგორც უნიჭოებს და გაუზრდელებს ეპყრობიან. ეს კი ბადებს სწორედ იმ ქცევას, რისი მოლოდინიც ჰქონდათ მასწავლებლებს .
როზენტალის აზრით, მასწავლებელთა ნეგატიური მოლოდინები ხშირად თვითქმნად წინასწარმეტყველებად იქცევია და ბავშვი დევიაციურ ქცევას სჩადის.  თუ მასწავლებელს ჰგონია, რომ მოსწავლეებ სწავლისთვის მოტივირებულნი არ არიან, ის გაცილებით მეტ დროს ანდომებს საკლასო ოთახში დისციპლინის დამყარებას , ამ ბავშვების გამოკითხვას და გაკონტორლებას , ვიდრე საკუთრივ სწავლებას. სწორედ ამის გამო წინ ვერ მიიწევს მოსწავლე და არა იმიტომ , რომ მას  სასწავლო მოტივაცია აკლია.
ადამიანის ეტიკეტირების პროცესსი და მის შესახებ თვითქმანდ წინასწარმტყველებაში შეიძლება მონაწილეობდეს მსხვერპლის გაკიცხვა ანუ მისივე დადანაშაულება საკუთარ უბედურებაში. მსხვერპლი (ღარიბი, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენელი) გაიკიცხება შემდეგნაირად:
1.      დგინდება პრობლემა
2.      ის, ვინც ქმნის პრობლემას, დევიანტი, განსხვავდება ყველა  ჩვენთაგანისგან. ეს განსხვავებები თვითონ მსხვერპლშია.
3.      სწორედ შინაგანი განსხვავებები ჩვენსა და მსხვერპლს შორის არის ამჟამინდელი პრობლემის მიზეზი. 
 ამის მაგალითია შემდეგი სახის მსჯელობა:“ ღარიბი უმცირესობის ბავშვები სკოლაში ცუდად სწავლობენ იმიტომ, რომ მათ აკლიათ კულტურა“.  
თუ რატომ ჰკიცხავენ მსხვერპლს მისივე პრობლემისთვის -ამაზე გარკვეული პასუხი მოცემულია სამართლიანი სამყაროს ჰიპოთეზაში, ადამიანთა რწმენაში, რომ ცისქვეშეთი სამართლიანად არის მოწყობილი და ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. ეს რწმენა გარკვეული სულიერი კომფორტის მომნიჭებელია  და სწორედ ეს უბიძგებს ადამაინებს უსამართლობის მსხვერპლს მიაწერონ და, ამდენად , ის საკუთარ უბედურებაში დაადანაშაულონ. 
ამრიგად , შესაძლებელია, რომ დევიანტის ეტიკეტი და არა პეციფიკური ქცვა უწყობდეს ხელს დევიაციური ქცევის გაგძელებას .  „მინიჭეულ“ეტიკეტს ადამიანი მეტწილად თვითონაც ეთანხმება და შესაბამისად იქცევა. თავი საქციელს კი ყოველთვის ერთი წინადადებით საზღვრას „  ჩემს ქცევას მაინც ცუდად გაიგებენ“ ან
“ ჩემგან მაინც არაფერს მოელიან“.
აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ ეტიკეტირება დიდ გავლენას ახნდენს ადმიანის წარმატებულ მომავალზე, რაც სკოლის ასაკიდან იწყება და უმრავლეს შემთხვევაში მთელი ცხოვრება გრძელდება.  ამისათვის ჩავატარე გამოკითხვა, სადაც ვიკვლიე ეტიკეტირების გავლენა. ჩემ მიერ სულ გამოკითხულ იქნა 15 ადამიანი, რომელთაგანაც უარყოფითი ეტიკეტირების ქვეშ აღმოჩნდა 7 მათგანი, 5 მათგანი დადებითი ეტიკეტრიების ქვეშ იყო  ხოლო 3 მათგანი არ აღმოჩნდა ეტიკეტირების „მსხვერპლი“  როგორც გაირკვა უარყოფითად ეტიკეტირებული მოსწვალეებიდან 4 მიაღწია წარმატებას და დღემდე წარმატებით განაგრძობენ პროფესიულ წინსვლას, და იმათზე მეტადაც კი ვისაც თავის დროზე ადარებდნენ, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ იარლიყის დაძლევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მოტივს სიძლიერეს და სწრაფვას.
რაც შეეხება დადებითი ეტიკეტირების ქვეშ მოქცეულ ადამაინებს, აქაც უნდა აღინიშნოს ის ფაქტი , რომ ამ ადამიანთა ნაწილი „ბოროტად“ იყენებდნენ და იყენებენ თავიანთ ეტიკეტს, რომ არიან საუკეთესოები და წარმატებულები. რეალურად კი მათთვის ეს მხოლოდ ფარია, მათი მინუსების დასამალად.
ასევე უნდა ავღნიშნო ის რომ, ეტიკეტირება დადებითი იქნება თუ უარყოფითი ერთნაირ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში, მათი ქცევები მხოლოდ ერთი რამით განსხვავდება  ერთმანეთსიგან, კეროდ ერთის დადებითად ფასდება ხოლო მეორესი უარყოფითად.  ერთს გაკიცხავენ ხოლო მეორეზე იტყვიან , რომ ეპატიება, რადგან კლასში მოწესრიგებულია ან მაღალი ნიშნები ყავს და სხვა.

აქედან გამომდინარე,ადამიანის სიტყვას დიდი ძალა აქვს(გავიხსენოთ ქართული იგავ არაკი ენით დაკოდილი, ). ჩვენი სიტყვით შეიძლება ადამიანი ცუდი გზიდან მოვაბრუნოთ ან პირიქით.თითოეული გადადგმული ნაბიჯი  ყოველთვის რაღაცის შეცვლას იწვევს, რადგან საზოგადოების მიერ დევიანტად მიჩნევა ხშირად „სოციალური სარკის“ ფუნქციას ასრულებს,ამიტომაც  „სიფრთხილით“ უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ნებით თუ უნებლიედ დააზარალებს სხვას, რადგან ჩვენ ადამიანები განვსაზღვრავთ ერთმანეთის ცხოვრებას და თუ ვინმე დამნაშავედ იქცევა ან წარუმატებელად დიდწილად ამაში ჩვენც შეიძლება მიგვიძღვოდეს წვლილი.




გამოყენებული ლიტერატურა:
1.      მარინა ბალიაშვილი სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები
2.      ნონა ახალაშვილი: იურიდიული ფსიქოლოგია
3.      მამია ყოლბაია სკოლის ფსიქოლოგია.

4.      David G. Myers :Social Psychology

No comments:

Post a Comment