Wednesday, June 17, 2015

ნეიროტრანსმიტერი სეროტონინი

ნეიროტრანსმიტერი
სეროტონინი

ნეიროტრანსმიტერი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ნერვის დაბოლოების ადგილას, პრესინაფსური ტერმინალიდან და უზრუნველყოფს იმპულსის გადაცემას ნეირონულ სინაფსებში, ერთი ნერვიდან მეორეში. ნეირონთა შორის აგზნება ან შეკავება გადაეცემა მხოლოდ ერთი მიმართულებით, კერძოდ, ნეირონის სინაფსური დაბოლოებიდან (პრესინაფსიდან) მეორე ნეირონის სხეულზე, (პოსტსინაფსზე)
პოსტსინაფსურ  მემბრანაზე ზემოქმედების ეფექტის მიხედვით,ნეიროტრანსმიტერებს ორ ჯგუფად ყოფენ-„ამაგზნებბად’’ და „შემაკავებლად’’. ნერვული დბოლოებიდან გათავისუფლებული ამაგზნებელი ნეიროტრანსმიტერის ზემოქმედებისას, პოსტსინაფსურ მემბრანაზე ხდება ,მემბრანული პოტენციალის იმგვარი ცვლილება ( დეპოლარიზაცია), რომ პოსტსინაფსური ნეირონი აიგზნება,ხოლო შემაკავებელი ნეიროტრანსმიტერის გათავისუფლების შემთხვევაში, პოსტსინაფსურ მემბრაბაზე ადგილი აქვს ისეთ ცვლილებებს  (ჰიპერპოლარიზაცია), რომ ხდება ამ ნეორნის განმუხტვათა გაიშვიათება ან სრული შეწყევტა. მემბრანის ჰიპერპოლარიზაციის შემთხვევაში ამაგზნებელი სინაფსების გააქტივებით მოცემული ნეორნის აგზნება გაძნელებულია.

ზოგიერთი ნეიროტრანსმიეტრი პოსტსინაფსურ ნეირონში მხოლოდ შემაკავებელ პასუხებს აღძრავს. მაგ:გლუტამატი მა-ამონოერბოს მჟავა და გლიცინი -მხოლოდ შემაკავებელ ნეიროტრანსმიტერად მოიაზრება. ამასთან, ცნობილია, რომ ნეიროტრანსმიტერის პოსტინაფსური ეფექტი განისაზღვრება იმით, თუ სამიზნე უჯრედის მემბრანაში განთავსებულ რომელ რეცეპტორს დაუკავშირდება იგი.მაგალითად: ზურგის ტვინის მოტონეირონის ნ ნერვული დაბოლოებიდან ჩონჩხის  (განივზოლიან) კუნთოვან ბოჭკოებზე მოქმედი აცეტილქოლინი უკავშირდება  უშუალოდ ნატრიუმის იონური არხის  მაკონტროლებელ, სწრაფად მოქმედ N იონოტროპულ რეცეპტორებს, რასაც, საბოლოოდ, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვა მოჰყვება, ხოლო გულის კუნთის პეისმეკერულ წარმონაქმნზე (სინოატრიული კვანძი) ცთომილი ნერვის დაბოლოებიდან  გათვისუფლებული იგივე  აცეტილქოლინი, უკავშირდება კალიუმის იონური არხების მაკონტროლებელ M აცეტილქოლინურ მეტაბოტროპულ რეცეპტორებს, კალიუმის იონების გამტარებლობის გაზრდის გამო, მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას ახდენს და აკავებს ორგანოს მოქმედებას.

 ასევე ნეიროტრანსმიტერის მოქმედებაზე პოსტსინაფსური ნეირონის პასუხს განსაზღვრავს არა ნეიროტრანსმიტერის მოლეკულების ქიმიზმი, არამედ ის, თუ პოსტინაფსური ნეირონის რომელი ტიპის რეცეპტორს დაუკავშირდება მოცემული მოლეკულა.
ტვინში ნეიროტრანსმიტერის ფუნქციას 60-ზე მეტი სხვადასხვა ქიმიური სუბსტანცია ასრულებს.ინეტნსიურად შესწავლილი ნეიროტრანსმიტერები გარკვეულ ტექნიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. თითოეული მათგანი გამომუშავდება პრესინაფსურ-აქსონურ დაბოლოებაში და გამოთავისუფლდება,როდესაც მოქმედების პოტენციალი აღწევს ამ დაბოლოებას. ნეიროტრანსმიეტრის არსებობა სინაფსურ ნაპრალში იწვევს პოსტსინაფსური მემბრანის ბიოლოგიურ  პასუხს და თუ მისი გამოთავისუფლება არ შედგა,შესაბამისი პასუხი ვერ გამოიწვია.


სეროტონინი ეს არის მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერი. ის განეკუთვნება ინდოლამინებს. მისი სინთეზი ტრიპტოპან-5-ჰიდროქსილაზას საშუალებით ტრიპტოპანის გარდაქმინდან იწყება,ხოლო დეკარბოქილსების შედეგად მიიღება სეროტონინი. სეროტონინისადმი მგრძნობიარე რეცეპტორებს ოთხ ქვე კლასად ყოფენ რომელთაგან სამი 5-HT1, 5-HT2, და 5HT4 ,მეტაბოტროპული რეცეპტროია, ხოლო 5-HT3   იონოტროპულია.
5-HT1 - ჰიპოკამპში და სტრატუმში არის განთავსებულ, აკავებს ადენილატციკალზად და ციკლური ადენოზინ-მონოფოსფატის რაოდენობას ამიცრებს.
5-HT2 მონაწილეობს სეროტონინის მიერ ქცევითი ეფექტის აღძვრაში,განთავსებულია ნეოკორტექსში და ჰიპოკამპში.
5-HT4 ააქტივებს ადენილატციკლაზას და მათი გააქტივებისას ციკლური ადენოზინ-მონიფოსფატის რაოდენობა იზრდება.
5-HT  ს ანტაგინისტებია: მეთილსერგიდი და ციპროჰეპტიდინი.


ის ძიროთადად განთავსებულია ხიდისა და შუატვინის მედიალურ ნაწილებში.სეროტონინერგული ნეირონები ქმნის ე.წ რაფეს ბირთვს.
სეროტონინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ასევე სეროტონინს გამოიმუშავებს თრომბოციტებისეროტონინის უდიდესი ნაწილი  მოდის საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ის ასტიმულირებს ნაწლავების მოძრაობას. დანარჩენი სეროტონინი თავის ტვინში გამომუშავდება, რაც არეგულირებს გუნება-განწყობას, აპეტიტს (მადას), ძილსასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მახსოვრობა, სწავლაში და სხვა კოგნიტიურ ფუნქციებშისეროტონინზე მოქმედებს ფარმაკოლოგიური პრეპარატები მაგ. ანტიდეპრესანტები.


სეროტონინს ენტეროქრომაფინული უჯრედები გამოიმუშავებენშემდგომ ხვდება ცირკულაციაში, მას აქტიურად მიიტაცებენ თრომბოციტები, შემდგომში თრომბის შექმნის დროს გამოყოფენ, ამ შემთხვევაში სეროტონინს აქვს ვაზოკონსტრიქციული ეფექტი.
მიიჩნევა, რომ სეროტონინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარგად ყოფნის და ბედნიერების შეგრძნებაში.
არის საკვები, რომელთა მიღებაც ზრდის სეროტონინის დონეს, განსაკუთრებით ფენილალანინი და ლეუცინის შემცველი საკვები მაგ. პაპაია, ბანანი. ნახშირწყლები და დაბალი ცილების შემცველი საკვები ასევე ზრდის სეროტონინის დონეს ინსულინის გაზრდის ხარჯზე, თუმცა საბოლოოდ ამცირებს, ასევე ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა.
 სეროტონინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის სექსუალურ ქცევაშიინტიმური ურთიერთობების ფორმირებაში.

სეროტონინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, მადის გაზრდა და გადამეტებული კვება.

https://www.youtube.com/watch?v=qMsWtP3VS3Q

slaidi

No comments:

Post a Comment