მემკვიდრეობითობა
და IQ
ინტელექტი _ გამოცდილებიდან
სარგებლის მიღებისა და გარემოს შესახებ მოცემული ინფორმაციის ფარგლების გარღვევის ზოგადი
უნარი.
ინტელექტი- არსებობს ორი სახის ადამიანური და ხელოვნური. ადამიანური ინტელექტი ენის გაგების უნარი, უნარი გადაიტანოს ვერბალური აღწერა მოქმედებაში და იმოქმედოს საკუთარი კულტურის, წესების შესაბამისად. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ადამიანს მრავალმხრივი ინტელექტი აქვს.
ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული მეცინერებების სპეციალური სფერო, რომელიც მიმართულია ადამიანის შემეცნებითი პროცესების მოდელირებისკენ. ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი გავლენა იქონია კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებაზე.
ინტელექტის მემკვიდრეობითობის საკითხი დიდი
ხანია დგას მკვლევარების წინაშე.
როგორ შეუძლიათ მკვლევრებს
ინტელექტის გენეტიკური განსაზღვრულობის ხარისხის დადგენა? ამ კითხვაზე ნებისმიერი პასუხი
მკვლევრებისგან ინტელექტის ინდექსად გარკვეული საზომის შერჩევას მოითხოვს. ამრიგად,
საკითხი ის კი არაა, ახდენს თუ არა მემკვიდრეობითობა ინტელექტზე გავლენას, არამედ ის,
უმეტეს შემთხვევაში, მსგავსია თუ არა ოჯახურ ხეთა შიგნით IQ მაჩვენებელი. ამ კონკრეტულ
კითხვაზე პასუხის გასაცემად, მკვლევრებს სჭირდებათ საერთო გენებისა და საერთო გარემოს
გავლენათა ერთმანეთისგან განცალკევება.
ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარე, კორელაციაშია IQ-ს ქულებთან, გადამუშავების სისწრაფე კი დამოკიდებულია ნევროლოგიურ ეფექტურობაზე და მომწიფებულობაზე, რომელიც გენეტიკურად კონტროლდება. ის ფაქტი რომ გარკვეული გენეტიკური დარღვევების მქონე ბავშვებს (მაგ. დაუნის სინდრომი) აქვთ საშუალოდ უფრო დაბალი IQ ვიდრე მათ თანატოლებს, არის მემკვიდრეობის გავლენის საბუთი. მაგრამ მემკვიდრეობის გავლენის ყველაზე მყარი მტკიცებულებაა, იდენტური (მონოზიგოტური)
და არაიდენტური (დიზიგოტური) ტყუპების და სხვადასხვა დონის გენეტიკური გადაფარვის ნათესავთა
ფუნქციონირების შედარება. ინდივიდთა IQ-ის
ქულათა შორის კორელაციები მათი გენეტიკური ნათესაობის დონეების მიხედვით რაც უფრო დიდია ,მით მეტია IQ-ის მსგავსება. მკვლევრები
ამგვარ შედეგებს IQ-ის მემკვიდრეობითობის შესაფასებლად იყენებენ.
მონოზიგოტური ტყუპები იწყებს განვითარებას ერთი
განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან რომელიც შემდეგ ორად
იყოფა, ისინი ერთმანეთის გენეტიკური ექვივალენტები არიან. ამის
საპირისპიროდ დიზიგოტური ტყუპები, რომლებიც ორი
დამოუკიდებლად განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან ვითარდებიან,იზიარებენ გენების დაახლოებით 50 პროცენტს, დარჩენილი 50 პროცენტი კი
თითოეულ ტყუპში უნიკალურია.
თუ იდენტურ ტყუპების IQ -ს მაჩვენებლები ერთმანეთთან უფრო ახლოსაა ვიდრე დიზიგოტურის, ჩვენ შეგვიძლია საფუძვლიანად დავასკვნათ რომ მემკვიდრეობა გავლენას ახდენს ინტელექტზე.
ტყუპების უმეტესობა იზრდება ერთად, ერთი და იმავე მშობლების მიერ და ერთ სახლში, ასე რომ გენეტიკის გარდა მათ გარემოპირობებიც საერთო აქვთ. თუმცა მაშინაც კი როცა ისინი განცალკევებულად იზრდებიან, ( როგორც გაშვილების შემთხვევაში) ხშირ შემთხვევაში მათი IQ ერთმანეთის მსგავსია. ბევრი მსგავსი კვლევის მიმოხილვის შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს საშუალო კორელაცია:მსგავსი თანაფარდობა მიუთითებს იმაზე , რომ სხვადასხვა გარემოში გაზრდილ იდენტურ ტყუპებს ძალზედ მსგავსი IQ მნიშვნელობები აქვთ, ფაქტობრივად მათი ინტელექტის მაჩვენებლებით ისინი უფრო გვანან ერთმანეთს ვიდრე ერთ გარემოში გაზრდილი დიზიგოტური ტყუპები.

რომელიმე ნიშანთვისების,
მაგალითად, ინტელექტის მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობა იმ ნიშან-თვისების ტესტური
ქულების ვარიაბილობის შეფარდებას ემყარება,რაც შეიძლება გენეტიკურ ფაქტორებს მიეწეროს.
ეს მაჩვენებელი მიიღება მოცემული პოპულაციის (მაგალითად, კოლეჯის სტუდენტები, ან ფსიქიკურად
დაავადებული ადამიანები) ყველა ტესტური ქულის ვარიაციის გამოთვლით და შემდეგ იმის დადგენით,
თუ მთლიანი ვარიაციიდან რა წილი აქვს გენეტიკურ, ანუ მემკვიდრეობით ფაქტორებს. ეს გენეტიკური
გადაფარვის სხვადასხვა დონის მქონე ადამიანთა შედარებით კეთდება.
მკვლევრები, რომლებმაც
IQის მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ ჩატარებული მრავალი გამოკვლევა შეისწავლეს, ასკვნიან,
რომ IQ ქულების ვარიაციის დაახლოებით 50% გენეტიკური ნაკრებითაა გამოწვეული მაგრამ
ყველაზე საინტერესო, ალბათ, ისაა, რომ მემკვიდრეობოთობის წილი იმატებს ცხოვრების განმავლობაში:
მემკვიდრეობითობა დაახლოებით 40%-ს უტოლდება 4-6 წლის ბავშვებთან, თუმცა დაახლოებით
60%-მდე იზრდება ადრეულ მოზარდობაში და დაახლოებით 80%-ს აღწევს უფროს მოზრდილებთან!
ბევრს გაუკვირდა ეს შედეგი, რადგან, ინტუიტურად, ასაკის მატებასთან ერთად გარემოს სულ
უფრო მეტი და არა ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეს. ინტუიციასთან ამ შეუსაბამო შედეგს
მკვლევრები ასეთ ახსნას აძლევენ: `შესაძლებელია, გენეტიკური დისპოზიციები გვიბიძგებენ
იმ გარემოსკენ, რომელიც ჩვენი გენეტიკური მიდრეკილებების აქცენტირებას ახდენს და შედეგად
ცხოვრების განმავლობაში მომატებულ მემკვიდრულობას ვიღებთ.
დავაკვირდეთ ტესტური ქულების სხვაობას აფრო-ამერიკელებსა და თეთრკანიან
ამერიკელებს შორის _ საიდანაც გენეტიკური ანალიზი წინააღმდეგობრივი ხდება. მიუხედავად
იმისა, რომ რამდენიმე ათეული წლის წინათ ეს სხვაობა IQ-ის 15 ქულას შეადგენდა, თეთრკანიანთა
და შავკანიანთა ქულები გარკვეული დროის შემდეგ ერთმანეთს დაუახლოვდა. ასე რომ, თანამედროვე
ინდიკატორების მიხედვით, სხვაობა 7-10 ქულას შორის თავსდება, თუმცა, სხვაობის შემცირება
გარემოს გავლენაზე მიუთითებს. ეს სხვაობა ბევრ ადამიანს მაინც აფიქრებინებს, რომ რასებს
შორის დაუძლეველი გენეტიკური განსხვავებები არსებობს, მაგრამ, მაშინაც კი, თუ IQ მემკვიდრეობითია,
ასახავს კი ეს სხვაობა დაბალქულიან ჯგუფში შემავალ ინდივიდთა გენეტიკურ არასრულფასოვნებას?
პასუხი ერთმნიშვნელოვანია _ `არა! მემკვიდრეობითობა ერთი კონკრეტული ჯგუფის შიგნით
განხორციელებულ გაზომვას ეფუძნება. ის არ გამოდგება ჯგუფთაშორისი განსხვავებების ინტერპრეტირებისთვის,
განურჩევლად იმისა, თუ რამდენად დიდია მათ შორის განსხვავება ობიექტური ტესტის მონაცემების
მიხედვით.
მემკვიდრეობის მაჩვენებლები
ინდივიდთა მოცემული პოპულაციის შესახებ მხოლოდ გასაშუალოებულ წარმოდგენათა რიცხვს განეკუთვნება.
მაშინაც კი, როცა იცით, რომ სიმაღლე, მაგალითად, მემკვიდრეობითობის მაღალი მაჩვენებლით
ხასიათდება (დაახლოებით 90%), მაინც ვერ განსაზღვრავთ იმას, თუ რამდენადაა თქვენი სიმაღლე
გენეტიკურად განპირობებული. იგივე არგუმენტი გამოდგება IQ-სათვის: -მიუხედავად ინტელექტის
მემკვიდრეობითობის მაღალი მაჩვენებლებისა, ვერ განვსაზღვრავთ კონკრეტული ინდივიდის
IQ-ში, ან ჯგუფთაშორის საშუალო IQ-ში გენეტიკის გავლენას. ის ფაქტი, რომ IQ ტესტში
ერთი რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფი ნაკლებ ქულებს იღებს, ვიდრე მეორე, არ უნდა ნიშნავდეს
იმას, რომ ამ ჯგუფებს შორის განსხვავება გენეტიკური წარმოშობისაა მაშინაც კი, როდესაც
მემკვიდრეობითობის მაჩვენებელი (რომელიც ჯგუფში იყო დადგენილი) IQ ქულებისათვის მაღალია.
მეორე მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება გენეტიკური ნაკრები სრულად იყოს პასუხისმგებელი
ჯგუფთაშორის სხვაობაზე, ამ განსხვავებათა შეფარდებით სიდიდეს ეხება. საშუალო განსხვავების
მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი თანხვედრა თითოეული ჯგუფის ქულების განაწილებაში:
ჯგუფებს შორის განსხვავება, თითოეულ ჯგუფში ინდივიდების ქულებს შორის განსხვავებებთან
შედარებით, მცირეა.
ზოგადად, განსხვავებები
სხვადასხვა რასობრივი ჯგუფის გენურ ნაკრებში უმნიშვნელოა ერთი და იგივე ჯგუფის წევრებს
შორის არსებულ გენეტიკურ განსხვავებებთან შედარებით. მეტიც, აშშ-ში რასა ხშირად უფრო
სოციალური კონსტრუქტია, ვიდრე ბიოლოგიური. განვიხილოთ გოლფის შესანიშნავი ახალგაზრდა
მოთამაშის ტაიგერ ვუდსის შემთხვევა, რომელსაც
ხშირად აფრიკელ ამერიკელად მოიხსენიებენ და ამით უარეს პირობებში აყენებენ მას, თუმცა,
მისი რეალური წარმომავლობა გაცილებით რთულია (მისი წინაპრები თეთრკანიანი, შავკანიანი,
ტაი, ჩინელი და ადგილობრივი ამერიკელები
იყვნენ). ვუდსი შესანიშნავი შეესატყვისება საზოგადოებრივი შეხედულება ბიოლოგიურ რეალობას.
ასეთ შემთხვევაში არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივად გამიჯნული
ჯგუფების განსხვავებები IQ-ის მიხედვით განხილულ იქნეს, როგორც ბიოლოგიური ფაქტორებით
განპირობებული განსხვავებები. მკვლევრებმა გამონახეს ამ შეხედულების კვლევების საშუალებით
შემოწმების გზები. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ შავკანიანი ამერიკელები, რომელთაც
თეთრკანიანი ამერიკელი ან ევროპელი მშობლები ჰყავდათ. აშშ-ში „შავი მოსახლეობის 20-30% შეფასებულია, როგორც ევროპული
წარმომავლობის მქონე, რაც შერეული ქორწინების შედეგია. ქმნის თუ არა განსხვავებას
IQ-ში ის, თუ რამდენად არის დატვირთული ევროპული გენით „შავი“ ინდივიდი? იმ თვალსაზრისის
მიხედვით, რომელიც გენებს ყოველივეს ქვეკუთხედად მიიჩნევს, ეს ცვლის ვითარებას, თუმცა,
მონაცემები გვიჩვენებენ, რომ მემკვიდრეობით მიღებულ ევროპეიოდულობასა და IQ-ს შორის
კორელაცია ძალზე სუსტია (მრავალრიცხოვან კვლევებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.15- ს შეადგენს).
ეს სამართლიანია ყველა შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, თუ რომელი მახასიათებელი _
კანის ფერი თუ სისხლის ჯგუფი _ გამოიყენება რასობრივი აღრევის მაჩვენებლად. იმ გერმანელი
ბავშვების IQ მაჩვენებლების შედარებამ, რომელთა მამები შავკანიანი და თეთრკანიანი სამხედროები
იყვნენ, არ გამოავლინა განსხვავება მათ შორის. ამასთანავე, შავკანიანი-თეთრკანიანი
კავშირის შედეგად გაჩენილ ბავშვებს რვა ქულით მაღალი შედეგი ჰქონდათ იმ შემთხვევებში,
როდესაც დედა იყო თეთრკანიანი. ამ განსხვავების სავარაუდო ახსნა ისაა, რომ დედა უფრო
მეტად მონაწილეობს ბავშვის ინტელექტუალური სოციალიზაციის პროცესში, ვიდრე მამა და,
ცხადია, ეს განსხვავება არ უნდა მიეწეროს გენეტიკურ ფაქტორს, რადგან შვილის გენეტიკური
მონაცემები ორივე მშობლის გენეტიკითაა განპირობებული.
გენეტიკა მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ინდივიდის IQ-ის ფორმირებაში, ისევე როგორც მის ბევრ სხვა მახასიათებელსა
და უნარზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის
IQ-ის მიხედვით არსებული განსხვავებების მემკვიდრეობით ახსნა ის აუცილებელი, მაგრამ
არასაკმარისი პირობაა ამგვარი მაჩვენებლების მისაღებად. ახლა განვიხილოთ, თუ რა როლს
შეიძლება ასრულებდეს გარემო პირობები IQ-ის მაჩვენებლებში ასეთი
წყვეტების არსებობაში.
IQ-ის მემკვიდრეობის საკითხით დაინტერესებული იყო
მეცნიერი ფრენსის ჰალტონი, რომელიც დარვინის ბიძაშვილი იყო, და რომლის ზეგავლენაც მის
მეცნიერულ ნაშრომებში შეიმჩნევა კერძოდ ევოლუციონისტური შეხედულებები.
ჰალტონმა პირველ რიგში
ბუნებრივი შერჩევისა და მასთან დაკავშირებული შეძენილი ადაპტური თვისებების მემკვიდრეობითობით
გადაცემის იდეები გაიშინაგნა. ფსიქიკური ნიშნები , ინდივიდუალური თავისებურებები ,
სახელდრობრ ნიჭი, ინტელექტი. ტანანტი , ჰალტონის აზრით მემკვიდრეობით არის განსაზღვრული,
ეს აზრია გატარებული მის ნოვატორულ ნაშრომში „მემკვიდრეობითი გენია“ .
ჰალტონი ამ აზრამდე
მივიდა გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების შესწავლის საშუალებით. ასევე ცნობილი პიროვნებათა ნათესაური კავშირების
შესწავლით იგი მივიდა დასკვნამდე , რომ ნიჭიერება დაკავშირებულია ნათესაობის ხარისხთან
და ხასიათთან. ოთხი შვილიდან ერთს აქვს შანსი
, ტალნტის მემკვიდრე გახდეს იმ სფეროში, სადაც გამოიცინა თავი მისმა მშობელმა. მთავარია მემკვიდრეობა- გარემო და აღზრდა მეორეხარისხოვანი.
მას მიაჩნდა , რომ ადამიანთა მოდგმა დეგრადაციის
გზაზე იყო, „აღარ არიან ანტიკური , სოკრატეს დონის ხალხიო“ ამბობდა იგი. ამ მდგომარეობის გამოსასწორება შესაძლებელია ნიჭიერი ინდივიდების
მიზანდასახული სელექციით. ამას ემსახურებოდა სპეციალური დარგი ევგენიკა. ადამიანთა მოდგმა ისევე შეიძლება გაუმჯობესდეს
, როგორც ძაღლებისა ან ცხენების ჯიში, რამდენიმე თაობაში შესაბამისი არჩევითი ქორწინების
გზით. ამისთვის სახელმწიფომ უნდა შემოიღოს
მატერიალური სტიმულების სისტემა, რათა წაახალისოს ქორწინება იმ პირებს შორის , ვინც
წარმატებით გაიარა ტესტირება.საბოლოოდ ჰალტონის მეთოდი არ გამართლდა და მისმა ლაბორატორიამ, თანამოაზრეების მიუხედავად მალევე შეწყვიტა არსებობა
. ასევე ჰალტონმა შექმნა ტესტების სისტემა
. მათი საშუალებით იზომებოდა შეგრძნებათა სიმახვილე , რეაქციის დონე, კუნთური ძალა
და სხვა.
IQ-ს განვითარებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გარემო ფაქტორებსაც. როგორც ასეთი გარემო ბევრი კომპონენტისგან შედგება და ეს კომპონენტები
მუდმივად ურთიერთქმედებენ და იცვლებიან დროთა განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საკმაოდ
რთულია ფსიქოლოგებისათვის იმის განსაზღვრა, თუ სინამდვილეში რა სახის გარემო პირობები
_ ზრუნვა, სტრესი, სიღარიბე, ჯანმრთელობა, ომი და ა.შ _ ახდენს გავლენას IQ-ზე.
მემკვიდრეობის და
გარემოს ეფექტების განსხვავების გზა
არის ბავშვების შედარება ბიოლოგიურ მშობლებთან და
მშვილებლებთან. ბავშვებს აქვთ
მათი ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული გენომი,გარემოპირობები კი
რათქმაუნდა არაბიოლოგიური მშობლებისას ემთხვევა. კვლევამ დაადგინა რომ
გაშვილებული ბავშვების IQ -ს
მაჩვენებლები უფრო
კორელაციაშია ბიოლოგიური მშობლების IQ -ს
მაჩვენებლებთან ვიდრე მშვილებლებთან. სხვა
სიტყვებით კი
მაღალი IQ -ს
მქონე ადამიანების შვილებს აქვთ
ასევე მაღალი IQ-ს
მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა რომ
სხვა მშობლებთან იზრდებიან. ამის
გარდა IQ- ს
კორელაცია გაშვილებულ ბავშვებს და
მათ ბიოლოგიურ მშობლებს შორის იზრდება, არაბიოლოგიურ მშობლებს შორის კი
მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით კი
გვიან მოზარდობის პერიოდში.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის რომ ტყუპების და გაშვილების კვლევები, არ გვაძლევს საშუალებას ბოლომდე გამოვყოთ ერთმანეთისგან მემკვიდრეობის და გარემოპირობების ეფექტები. მაგალითად გაშვილებული ბავშვებს როგორც მინიმუმ 9 თვის განმავლობაში საზიარო აქვთ პრენატალური გარემოპირობები თავის ბიოლოგიურ დედებთან. გარდა ამისა პრენატალური და დაბადების შემდგომი გარემო, საერთო აქვთ სხვადასხვა სახლში გაზრდილ მონოზიგოტურ ტყუპებს.
ეს კვლევები არ ნიშნავს იმას , რომ ყველას აქვს წინასწარგანსაზღვრული მშობლების მსგავსი ინტელექტის დონე. რეალურად მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვების მშობელთა უმეტესობას საშუალო ინტელექტი აქვთ. ბავშვის გენეტიკური წინაპრები არ იძლევა მისი პოტენციალის ზუსტი წინასწარმეტყველების საშუალებას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გარემოპირობების გავლნაც უზარმაზარია.

ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ბოლო რამდენიმე წლებია აღინიშნება, IQ ტესტებზე პროდუქტიულობის ნელი, მუდმივი ზრდა. ეს ტენდენცია ცნობილია როგორც ფლინის ეფექტი. მსგავსი გაუმჯობესების გენებთან დაკავშირება რთულია რადგან იშვიათი მუტაციების გარდა, თაობიდან თაობას ერთი და იგივე გენოფონდი გადაეცემა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ამ მოვლენის მიზეზი გარემოებებში უნდა ვეძებოთ. თეორეტიკოსებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცაღა უკეთესი კვება, ოჯახის მცირეწევრიანობა, უკეთესი განათლება, მდიდარი ინფორმაციული სტიმულაცია (ტელევიზია, წიგნები) წარმოადგენს ყველაზე შესაძლო ახსნას.
როგორც ასეთი გენები არ წარმოადგენენ განვითარების ინსტრუქციების აბსოლუტურად ავტონომიურ, დამოუკიდებელ ერთეულებს. „ინსტრუქციები“ რომლებიც მათ გადააქვთ დამოკიდებულია კარგ ან ცუდ გარემოპირობებზე. ღარიბ პირობებში- ჯანსაღ კვებას და მზრუნველობას მოკლებულ პირებში-გენებს მცირე გავლენა აქვს ინტელექტუალურ განვითარებაზე. იდეალურ გარემოში-გენეტიკამ შესაძლოა იქონიოს დიდი გავლენა ბავშვის IQ-ს მაჩვენებელზე.
ინტელექტი ბევრი გენების მოქმედების შედეგია, თითოეული მათგანი მცირე გავლენას ახდენს IQ-ზე, გენების შეიძლება „გამოირთონ“ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, თუ მათზე კონკრეტული გარემოპირობები მოახდენს გავლენას, ინტელექტის განვითარება არ არის ერთეული მემკვიდრეობა-გარემოპირობების ურთიერთქმედების შედეგი, არამედ დიდი რაოდენობით მსგავსი ურთიერთობები ახდენს საბოლოო ჯამში ინტელექტის ჩამოყალიბებას.
ზრდასთან ერთად ადამიანები ირჩევენ საკუთარ გარემოს და გამოცდილებას, ხშირ შემთხვევაში ისინი ეძებენ ისეთ გარემოპირობებს სადაც გამოავლენენ მათ მემკვიდრეობით მიღებულ შესაძლებლობებს. მაგალითად, ბავშვები რომლებსაც აქვთ რიცხობრივი მსჯელობის კარგი უნარები, ღებულობენ სიამოვნებას მათემატიკური ამოცანების ამოხსნისგან, შესაძლოა მომავალში მათემატიკის განხრით მიიღონ განათლება და გაიუმჯობესონ მათი ბუნებრივი ნიჭი, ბავშვებს რომელთაც რიცხობრივი გამოთვლების საშუალო უნარები აქვთ, ნაკლები ალბათობით დაკავდებიან მათემატიკით და ნაკლებად განივითარებენ ამ უნარებს. ამ შემთხვევაში გარემოპირობების და გენეტიკის მნიშვნელობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია.
როგორც ვახსენე ,რომ IQ -ს კორელაცია გაშვილებულ ბავშვებს და ბიოლოგიურ მშობლებს შორის დროთა განმავლობაში ძლიერდება. ეხლა ჩვენ გაგვაჩნია ამ მოვლენის სავარაუდო ახსნა, ბავშვები ზრდასთან ერთად უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, მითუმეტეს მოზარდობის პერიოდში ისინი ნაკლებად დამოკიდებულები ხდებიან სახლის პირობებზე, და უფრო მეტ გადაწყვეტილებებს იღებენ, ხშირ შემთხვევაში კი მათი გადაწყვეტილებები შეიძლება მათ ბუნებრივ უნარებთან იყოს დაკავშირებული.
საბოლოო ჯამში, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ინტელექტზე არა როგორც მხოლოდ გენეტიკით ან გარემოპირობებით გამოწვეულ მოვლენაზე, არამედ როგორც ოთხი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგზე. გენეტიკური აქტივობა გავლენას ახდენს ნეირონულ აქტივობაზე, რომელიც თავის მხრივ ქცევაზე ახდენს გავლენას, ქცევა კი გარემოპირობებზე მოქმედებს. მაგრამ ეს გავლენა საპირისპიროდაც მოძრაობს, გარემოებები გავლენას ახდენს ქცევაზე, და ეს ორი ფაქტორი კი გავლენას ახდენს ნეირონულ აქტივობაზე და გენების ექსპრესიაზე.

გამოყენებული ლიეტრატურა:
1. " ფილიპ ზიმბარდო, რიჩარ
გერიგი- ფსიქოლოგია და ცხოვრება"
2. " ირაკლი იმედაძე -ფსიქოლოგიის
ისტორია"
3. "ირაკლი იმედაძე-ფსიქოლოგიის
საფუძვლები"