კვებითი დარღვევები
XXI-ე საუკუნეში კვებით გამოწვეული დარღვევები
საკმაოდ გავრცელებული და აქტუალური პრობლემაა, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში.
კვებით გამოწვეული დარღვევების მიზეზი თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვაა, პირველ
რიგში ის დაკავშირებულია არასწორ კვებასთან, სომატურ დაავადებასთან, სოციალურ-კულტურულ
ან ეთნოგრაფიული თავისებურებებთან და სხვ.
„კვებითი პრობლემები,როგორ წესი ბავშვის ზრდა-განვითარების
დროს ყალიბდება და თუ მის კორეგირებას დროულად
არ მიექცა სათანადო ყურადღება, უკვე მოზრდილ ასაკში შესაძლებელია მოზარდი დადგეს ისეთი
კვებითი აშლილობის წინაშეც, როგორიცაა ანორექსია, ბულიმია, კომპულსური გადაჭარბებული
კვება. ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ საერთო პოპულაციაში კვებითი
პრობლემები ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას და ამიტომ ხდება გადაუდებელი ამ პრობლემის
შესახებ ინტენსიური კვლევა-ძიების .“ [1]
კვებითი პრობლემების სხვადასხვა
სახეობა საერთო პოპულაციაში მეტად გავრცელებულია , მაგრამ ყველა არ წარმოადგენს დაავადებას
და მცირე ჩარევის შემთხევვაში ადამიანი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას მაგალითად, ზოგიერთი პრობლემა ხალხის სოციალურ-კულტურული ან
ეთნოგრაფიული თავისებურებების შედეგია ამიტომ მათი კორეგირებისათვის სპეციალურ სამედიცინო
ღონისძიებებს არ მიმართავენ.
თანამედროვე ეპოქაში მეტად
გავრცელებულია და პრობლემატურია კვებითი პრობლემები,რომლებიც ფსიქოპათოლოგიური თავისებურებითა
და სირთულულით მოსაზღვრე ფსიქიკურ დაავადებებს წარმოადგენს ნევროზებსა და ფსიქოზებს
შორის. ძალიან ხშირია ანორექსიითა და ბულიმიით
დაავადებულთა რიცხვი, ვფიქრობ მსოფლიოში არსებული მონაცემები საგანგაშო ნიშნულს აღწევს
და აუცილებელია სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება თანამედროვე ახალგაზრდებში,
რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება და შესაბამისად სწორად იყოს აღქმული კვებითი აშლილობის
სიმწვავე. აღსანიშნავია, რომ იცვლება კვებითი ქცევის დარღვევების სიმპტომები და საწყისები. თემა აქტუალურია მთელს მსოფლიოში მათ
შორის საქართველოშიც ,რადგანაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აღელვებს საკუთარი წონა
, გარეგნობა, რომ შეიძლება რაიმე პრობლემა ქონდეთ. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია თინეიჯერებსა და მოზარდებში.
ეპიდემიოლოგიური კვლევის
მონაცემები მიუთითებს, რომ საერთო პოპულაციაში კვებითი პრობლემები ინარჩუნებს ზრდის
ტენდენციას და ამიტომ ხდება გადაუდებელი ამ პრობლემის შესახებ ინტენსიური კვლევა-ძიების
წარმოება.
ცნობილია ის ფაქტი, რომ
გასული საუკუნის ბოლომდე კვებითი პრობლემები განიხილებოდა , როგორც ნევროზული დაავადებები,
რაც საკუთრივ ფსიქიატრების დამსახურება იყო, თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ ბევრი კვებითი
პრობლემა არ ატარებს ნევროზულ სახეს და იმისათვის , რომ ვიპოვოთ მისი საფუძველი საჭიროა
კვლევა ძიება, რათა ადამიანი არ გახდეს რაიმე იარლიყის მსხვერპლი, რომელსაც უკვე ნამდვილად
შეუძლია ნევროზული დონის, სტრესის და შფოთვის მომატება.
საფუძველი, როგორც ასეთი,
შეიძლება იყოს გადატანილი სომატური თუ ფსიქიკური დაავადება, მაგალითად: თავის ტვინის
დაზიანებას ხშირად თან ახლავს ნარჩენი მოვლენები, როგორიცაა: უმადობა ან პირიქით ჭარბი
მადიანობა რაც ხშირად თან ახლავს ანევრიზმის ოპერაციას. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ოჯახური და სოციალური
პირობების გარკვევაც, რადგან შესაძლებელია რაიმე სახის კვების პრობლემა სწორედ აქედან
მომდინარეობდეს.
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ,
თუ რა არის კვებითი პრობლემები, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
1. ბულიმია- რომელიც დაკავშირებულია უკონტროლო
კვებასთან, განმეორებადი ეპიზოდებით, რაც თავის მხრივ კომორბიდულია დაბალ თვითშეფასებასთან
ან რაიმე გადატანილ პრობლემასთან. როგორც ყოველთვის ბულიმიით დაავადებული ადამიანები
ყოველთვის განიცდიან სინდისს, ამდაგვარი ქცევის გამო და ხშირად ესაჭიროებათ ისეთი ჩარევა
(არამედიკამენტოზური), რომელიც დაეხმარება მას ამ პრობლემის ეფექტურ დაძლევაში. ბულიმიის ზუსტი მიზეზი უცნობია; თუმცა ფიქრობენ, რომ მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს კვების ამ დარღვევის განვითარებას, მათ შორის გენეტიკური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური და კულტურული ზეგავლენები. ბულიმიის ზოგიერთი ძირითადი მიზეზია:
• სტრესული ცვლილებები ან ცხოვრების ცვლილებები
• ანამნეზში არასწორად მოხმარება ან ტრავმა
• სხეულის ნეგატიური სურათი
• დაბალი თვითშეფასება
• პროფესიები ან საქმიანობები, რომელიც ყურადღებას ამახვილებენ გარეგნობაზე / შესრულებაზე.
2. ანორექსია დაკავშირებულია გასუქების და ამ
ფორმით შეძენილი სიმახინჯისადმი პათოლოგიურ შიშთან, საკუთარი სხეულის ხატის შეცვლის განცდასთან და ჭამის
პრობლემებით გონების ზედმიწევნით დატვირთვასთან.
3. ნევროზული ანორექსია
არის დარღვევა, რომლის გამოც საკვების მიღება ხდება ძალიან სტრესული. მის გამო ადამიანები
არიან აკვიატებულად მონდომებული შეინარჩუნონ ან შეამცირონ მათი სხეულის წონა მათ მიერ
კალორიების მიღებაზე მკაცრი კონტროლის საშუალებით. ნევროზული ანორექსიის მქონე ადამიანებს
ხშირად აქვთ ძალიან დამახინჯებული აღქმა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებიან და კვლავაც
აქვთ იმის შეგრძნება რომ საჭიროებენ წონის
დაკლებას, მაშინაც კი, როდესაც ისინი იმდენად გამხდრები არიან, რომ მათი ჯანმრთელობა
არის ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ. მათ აქვთ წონაში მომატების ინტენსიური შიში, და
შეგრძნება, რომ მათი, როგორც პიროვნების ღირებულებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს მათი
სხეულის ფორმა.ადამიანებს, რომლებსაც უვითარდებათ ნევროზული ანორექსია, ხშირად აქვთ
ემოციური საჭიროებები, რომლებიც არ არის დაკმაყოფილებული მათ ცხოვრებაში. მათ შეიძლება
არ ჰქონდეთ სტაბილური ოჯახური მდგომარეობა, შესაძლოა ჰქონდეთ პრობლემები დამეგობრების
მხრივ სოციალურად ან სამსახურში ან გრძნობენ თავს არაკომფორტულად სექსუალურ ურთიერთობებში.
მაგრამ მნიშვნელოვანია გაცნობიერებული იქნას, რომ ნევროზული ანორექსია არ არის ვინმეს
ბრალი. შეუძლებელია, რომ მთლიანად დავაბრალოთ ურთიერთობებს, ის მხოლოდ ერთერთი ფაქტორია,
რომელიც შეიძლება თამაშობდეს გარკვეულ როლს. ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ნევროზული
ანორექსია მაშინაც კი, თუკი მათ ჰყავთ ძალიან ხელშემწყობი ოჯახები და პარტნიორები და
მეგობრების ფართო წრე.
4. გადაჭარბებული კვება-რომელიც
21-ე საუკუნის სენადაა წოდებული, აღნიშნული პრობლემა კი გამოიწვია ე.წ სწრაფი კვების
ობიექტებმა. ამ ფაქრტმა კი ადამიანების ჯამრთელობას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა და
საზოგადების ნაწილი ჭარბი წონისკენ მიდრეკილი გახადა.
კვებით აშლილობებს, როგორც
წესი წინ უსწრებს სტრესული სიტუაციები, და პრობლემის საწყისად შესაძლოა ხშირად ეს ჩაითავლოს,
რადგან ხშირად გადაჭარბებული კვება ან კვების აკრძალვა არის პასუხი გამღიზინაბელზე,
როგორც კანადელი ფიზიოლოფი ჰანს სელია ამბობს, სტრესი არის შუალედური პროცესი ცხოვრებისეულ
მოვლენასა და ქცევას შორის.
ადამიანების ცხოვრებაში
ხშირია სტრესული სიტუაციები, და სტრესი სულაც არ არის რაიმე განაკუთრებული მოვლენა,
აქედან გამომდინარე სტრესის დაძლევის სტრატეგიები მოიცავს ადამიანის რეაქციათა საკმაოდ
მდიდარ სპექტრს: დაწყებული არაცნობიერი დაცვითი რეაქციებით, დამთავრებული კრიზისული
სიტუაციების მიზანდასახული დაძლევით.[2]
კვებითი პრობლემების მქონე
ადამიანებს ესაჭიროებათ ისეთი კონსულტირება,
რომელიც მათთვის გზამკვლევი იქნება და ნაცვლად ზემოქმედებისა სწორ მიმართულებას უჩვენებს
მათ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ, რამდენიმე მიდგომა, რომელიც აქტუალურად
გამოიყენება ფსიქოლოგების მიერ, ერთ-ერთია
ასეთი მეთოდია CBT-კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც მიმართულია კლიენტის მოტივირებაზე,
უკეთ შეეგუოს ცვლილებებს და ესწრაფვის მის ფსიქოგანათლებას და უფრ მეტად მიმართულია
როლურ სიტუაციებზე ( თერაპევტი აძლებს საშუალებას, ყოველ სეანსზე აიწონოს).
შემდეგი მიდგომაა, მოტივაციური
ინტერვიურება, რომელიც მთლიანად კლიენტზეა ორიენტირებული. მოტივაციური ინტერვიუერი, კლიენტს უწევს პარტნიორობას,
იღებს მას ისეთს როგორიც არის, უთანაგრძნობს და ცდილობს მასში გააღვივოს ის ძირითადი
სურვილი, რომელიც აქვს კლიენტს და რიგი შეფერხებების გამო ვერ ახორცილეებს მათ. თითოეული მიდგომა ისე უნდა იყოს გამოყენებული ინტერვიუერის
მიერ, რომ კლიენტმა თავი დამცრებულად არ იგრძნოს, პირიქით მან უნდა იგრძნოს, რომ არსებობს
ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურს მისი დახმარება და ეს თანაგრძნობა არ არის ფარსი,
ამის გასამყარებლად საჭიროა ნდობის და კეთილგანწყობის მოპოვება.
გარდა ამისა მოტივაციური
ინტერვიურება ზრდის ადამიანში თვითეფექტურობის განცდას რაც თავის მხრივ ზრდის მიზნის
მიღწევის სურვილს და ახალი სიტუაციის სიმყარეს.
რაც შეეხება საქართველოს,
კვებითი პრობლემები საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს აწუხებს, რაც
გამოწვეულია ან არასაკამრისი საკვების ქონით, დიეტებით ან თანმხლებია გარკვეულ დაავადებასთან მაგალითად ფსიქოზურ
რეგისტრთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვებითი პრობლემების დროს პაციენტები მიამრთავენ
ოჯახის ექიმს, დიეტოლოგს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში კი კლინიცისტ ფსიქიატრს, რომელიც
ფარმაკოლოგიური გზით ცდილობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს
ამდაგვრმა მიდგომამ საკმაოდ ნათელია, რადგან ამ მეთოდში არ გამოიყენება არანაირი თერაპიული
მეთოდი, რომელიც მორალურად დაეხმარება კლიენტს პრობლემის დაძლევაში.
ცნობილია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ისევე, როგორც
სხვა ქვეყნებში როგორც უკვე აღვნიშნე კვებითი პრობლემები განიხილებოდა ნევროზის ჭრილში
და ძირითადად ადამიანები ნევროპათოლოგებს მიმართავდნენ. ამ მიზეზის გამო ,“2009 წლის
მონაცემებით მხოლოდ 108 პაციენტის შესწავლა მოხდა, რომელთაგან უმრავლესობას მდედრობითი
სქესის წარმომადგენლები წარმოადგენდნენ“. [3]
გარდა ამისა ხშირად ფსიქიატრის
ან დიეტოლოგის ჩარევაც დაგვიანებულია, ხოლმე რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ან უსახსრობით
ან კვებითი პრობლემების შედეგების არ ცოდნით.
გარდა ამისა, განსხვავებით
სხვა ქვეყნებისა, კვლევების უმრავლესობა საქართველოში ტარდება ფსიქიატრების და ნევროპათოლოგების
მიერ, ვინაიდან მათ აქვთ წვდომა კვებითი აშლილობის მქონე პაციენტთა დიდ ნაწილზე. აქედან გამომდინარე, ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს,
იმის დადგენა თუ რომელი კვებითი პრობლემებია აქტუალური ქართულ პოპულაციაში და როგორია
მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. განიცდიან თუ არა სტრესს ან დისკომფორტს ამ პრობლემის
გამო და რა პრევენციის გზებს მიმართავენ მის დასაძლევად და რომელ სქესში ჭარბობს უფრო
მეტად კვებითი პრობლემები.
აღნიშნული კვლევისთვის გამოვიყენე ჩემს მიერ შედგენილი კითხვარი.
კვლევა არის მოკლემასშტაბიანი,
მასში მონაწილეობა მიიღო 55-მა ადამიანმა. მათგან 44 ქალია ხოლო 11 მამაკაცი. ასაკობრივი ზღვარი არ მქონია,
თუმცა გამოკითხულთა შორის ყველაზე ხანდაზმული ქალი იყო 45 წლის, ხოლო კაცი 35; ქალებიდან
ყველაზე ახალგაზრდა იყო 18 წლის, ხოლო კაცებიდან 20 წლის. უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად
გამოკითხულ საშუალო ასაკი ხვდება 30-34 ასაკობრივ ჯგუფში. გამოკითხვაში მონაწილეობა
მიიღო, როგორც დასაქმებულმა პირებმა, ასევე სტუდენტებმა. გამოკითხვისას შეზღუდვა არ
ყოფილა ჭარბ წონიანსა და გამხდარ ადამიანებს შორის.
გამოკითხვიდან ნათელი გახდა,
რომ ქალი რესპოდენტების 90% აკომპლექსებს საკუთარი წონა, ხოლო მამაკაცების მხოლოდ
15% აღელვებს საკუთარი წონა.
კითხვარის შედეგებიდან ნათელი
გახდა, რომ ქართულ საზოგადოებაში ჭარბწონიანობის მიმართ შიში ქალებში უფრო მაღალია
ვიდრე კაცებში. გამოკითხული ქალებიდან 6%-ში (4 ქალი) აღინიშნება ანორექსია-ბულემიის
მაღალი მაჩვენებელი. უმეტესად (გამოკითხულთა 66% ანუ 29 ქალი) ქალები კვებითი აშლილობის
საშუალო რისკის ფარგლებში ხვდებიან და მხოლოდ 24% (10 ქალი) შეინიშნება დადაბლებული
რისკის ქვეშ.
კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი
დადაბლებულია და გვხვდება გამოკითხულთა 82%-ში. გამოკითხულთა მხოლოდ 14 % ხვდება საშუალო
რისკის ქვეშ.
მაშასადამე, გამოკითხვის
შედეგების თანახმად ქართულ საზოგადოებაში ანორექსია-ბულემიის რისკის მაჩვენებელი დაბალია,
თუმცა ჭარბწონიანობა ქალებისთვის უფრო მძიმედ აღიქმება ვიდრე კაცებში. შესაბამისად,
რისკის მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღალია ვიდრე კაცებში.
შედეგებიდან დასტურდება,
რომ ანორექსია-ბულემიის საფრთხე ქართულ საზოგადოებაში დაბალი რისკის ქვეშ დგას. საზოგადოების
ნაწილი არ არის კმაყოფილი თავისი გარეგნობით, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მაინც
უარყოფენ იმ ფაქტს , რომ ცუდად გამოიყურებიან.
პრობლემა უფრო მეტად იმაში მდგომარეობს,
რომ საზოგადოებას მართლაც აწუხებს კვებითი აშლილობა , მაგრამ შიში ბულემია-ანორექსიის
, თითქმის არ არსებობს . ჩემს მიერ ჩატარებულმა
კვლევამ ცხადყო ის ფაქტი, რომ ქალები უფრო მეტად ფრთხილები არიან კვებასთან მიმართებაში და უფრო მეტად მოტივირებულები, რომ მსგავსი პრობლემები
აიცილონ ვიდრე მამაკაცებში. საბოლოო ჯამში კი შეიძლება ვთქვათ, რომ ანორექსია-ბულემიის
პრობლემა ქართულ პოპულაციაში ძალიან დაბალია.
იქედან გამომდინარე,
რომ ჩემს კვლევაში არ გამოიკვეთა მწვავე კვებითი პრობლემები, პრევენციის საშუალებების თვალსაჩინოებისთვის, განვიხილავ
რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევას, რომელიც ჩატარდა კვებითი პრობლემების მქონე
ქალებზე: აღნიშნულ კვლევა გამოქვეყნდა 2008 წელს,
სტეფანი კაზინის, კრისტინ ვან რანსონის და კოლეგების მიერ. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 108 ქალბატონმა, რომელთაგანაც უმრავლესობასაც აღენიშნებოდათ bed eating disordes (BED) ანუ
იყვნენ სწრაფი კვების ობიქტების ხშირი მომხარებლებეი, რის
გამოც აწუხებდათ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომაც მათ
შეურჩიეს ადაპტირებული მოტივაციური ინტერვიურების მეთოდი ( AMI).
გამოიყო რამდნეიმე ჯგუფი: 1- ინდივიდუალური ადაპტირებული მოტივაციური ინტერვიურების სესია + თვითდახმარების სახელმძღვანელოთი და
2- საკონტროლო ჯგუფი, რომელშიც ცდისპირებს მხოლოდ სახელმძღვანელოები ჰქონდათ. შემდეგ შეაფასეს 4,8 და 16 კვირის შედეგები, სადაც გამოიკვეთა სხვადასხვა სიმპტომები (დეპრესია, თავმოყვარეობა, ცხოვრების ხარისხი). პოსტინტერვიუში, AMI-ი ჯგუფის მონაწილეები უფრო
მეტად იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ
დაძლევდნენ კვების პრობლემას და დაიწყებდნენ ცვლილებებს ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენლები, მათ
არ შეცვლიათ წარმოდგენა კვებასთან დაკვშირებით, თუმცა გარკვეული შედეგი მათაც ჰქონდათ.
16 კვირის შემდეგ, პირველი ჯგუფის წარმომადგენლება აჩვენეს უფრო მაღალი შედეგი: ჯგუფის 27.8%-მა მონაწილემ გააუმჯობესა ცხოვრების ხარისხი ხოლო
11.1%- მა არა, (პ.ს
მონაცემების ნაწილი უგულებელყოფილია). საბოლოოდ არაჯანსაღი კვების პრობლემის წინააღდმეგ 87.0% წავიდა, რომელთაგან პრობლემა დაძლია 27.8 % -მა, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ,რომ
მოტივაციური ინტერვიურების ჩარევა კვებითი პრობლემების დროს ეფექტურია და ასოცირდება, როგორც სიმპტომების დაძლევასთან ისე
პრობლემის ნათლად გააზრებასთან და დაძლევასთან.
კვლევიდან გამომდინარე
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად პრიორიტეტულია რაიმე ფსიქოთერაპიული
მეთოდის გამოყენებაც, ამ კვლევიდან გამომდინარე-მოტივაციური ინტერვიურება, გარდა ამისა
გამოიყენება კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიაც, რომელიც საკმაოდ კარგი შედეგებით გამოირჩევა
კვებითი დარღვევის მქონე ადამიანებთან, და არამარტო მათთან. [4]
როგორც ხედავთ, საქართველოში
არ დგას მწვავედ კვებითი აშლილობები თუმცა გავრცელებული ტენდეციებიდან გამომდინარე
საჭიროა ყურადღების გამახვილება ამ ფაქტზე, კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ქართულ
პოპლულაციაში კვბითი დარღვევები გამოწვეულია
უფრო მეტად არასწორი კვებით ან არასაკამრისი საკვების ქონით, დიეტებით ან ფსიქოლოგიური
ხასიათის პრობლემით (სტრესი, ნევროზული რეგისტრი). რაც შეეხება პრევენციას, უმრავლესობა მიმართავს
დიეტოლოგს, ოჯახის ექიმს ან ფსიქიატრს. არცერთი
მათგანი არ მიმართავს ფსიქოთერაპევტს. რისი მიზეზიც საკმარისი ინფორმაციის არქონაა.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ მნიშვნელოვანია
გაიზარდოს ცნობადობა კვებით გამოწვეულ
პრობლემებზე და მისი პრევენციის გზებზე.
გამოყენებული ლიტერატურა
1.
„საქართველოში კვების ეროვნული ცენტრის კვლევა“-2016 წ
2.
უილიამ რ. მილერი, სტივენ როლნიკი „მოტივაციური ინტერვიურება დავეხმაროთ ადამიანებს შეიცვალონ“. თბილისი
2017 წ, მესამე გამოცემა.
3.
შოთა
გამყრელიძე „კვებითი ქცევის აშლილობები“თბილისი 2009 წ.
4. მერაბ მაღრაძე, მარინა
ბალიაშვილი რუსუდან კეჭაყმაძე, ნინო ბასილაშვილი- „სტრესი და იძულებით გადაადგილება, ფსიქოლოგიური პრობლემები და მატი გადაწყვეტის
გზები“. თბილისი 2011 წელი.
5. Suzanne Abraham
and Derek Llewellyn-Jones Eating Disorders: the facts -. Oxford University Press, 1989.
6. Ulrike Schmidt and Janet Treasure.Getting
Better Bit(e) by Bit(e): a survival kit for sufferers of bulimia nervosa and
binge eating disorders. Lawrence
Erlbaum Associates Ltd, 1993.
7.
Research
gate: Moria
Golan-
ARTICLE in JOURNAL
OF EATING DISORDERS · „The journey
from opposition to recovery from eating disorders: Multidisciplinary model integrating narrative counseling and
motivational interviewing in traditional approaches”. 2013
8.
Stephanie
E. Cassin, Kristin M von Ranson-Semantic Scholar-“Adapted motivational interviewing for women with binge eating
disorder: a randomized controlled trial”. 2008.
[2] მერაბ მაღრაძე,
მარინა
ბალიაშვილი
რუსუდან
კეჭაყმაძე,
ნინო
ბასილაშვილი-
„სტრესი
და
იძულებით
გადაადგილება,
ფსიქოლოგიური
პრობლემები
და
მატი
გადაწყვეტის
გზები“.
თბილისი
2011 წელი.
[4] Stephanie
E. Cassin, Kristin M von Ranson-Semantic Scholar-Adapted motivational
interviewing for women with binge eating disorder: a randomized controlled
trial. 2008.